„მანჩესტერ იუნაიტედმა” პლეი ოფში თამაში ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრების შედეგების მიუხედავად გაინაღდა

ჩემპიონთა ლიგის E, F, G და H ჯგუფებში მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა

E ჯგუფში ჯგუფიდან პლეი-ოფში გასულმა „ბაიერნმა” მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მან კიევში „დინამოს” სძლია,
 
„ბარსელონამ” საკუთარ მინდორზე „ბენფიკას” ვერ მოუგო და ბოლო ტურში მიუნხენში ვერმოგების შემთხვევაში ჯგუფში ჩარჩენა ემუქრება
 
„დინამო” კიევი – „ბაიერნი” მიუნხენი 1:2(0:2)
გოლები 14′ რობერტ ლევანდოვსკი 0:1, 42′ კინგსლი კომანი 0:2, 70′ დენის გარმაში 1:2
„ბარსელონა’ – „ბენფიკა” 0:0
 
„ბაიერნი” – 15
„ბარსელონა” – 7
„ბენფიკა” – 5
„დინამო” – 1
 
8 დეკემბერს ერთმანეთს შეხვდებიან:
 
„ბაიერნი” – „ბარსელონა”
„ბენფიკა” – „დინამო”
 
F ჯგუფში გასვლაზე გაიმარჯვა და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა „მანჩესტერ იუნაიტედმა”, მასთან დამარცხებულმა „ვილირეალი” კი პლეი ოფში იმ შემთხვევაში გავა, თუ ბოლო ტურში ბერგამოში არ წააგებს.
 
„იანგ ბოიზმა” სახლში „ატალანტას” ვერ მოუგო და პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა
 
„ვილიარეალი” – „მანჩესტერ იუნაიტედი” 0:2(0:0)
გოლები: 78’კრიშტიანუ რიონალდუ და 90′ ჯეიდონ სანჩო
 
„იანგ ბოიზი” – „ატალანტა” 3:3(1:1)
გოლები: 10′ დუვან საპატა 0:1, 39′ ჯორდან სიბაჩო 1:1, 51′ ხოსე პალომინო 1:2, 80′ ვინსენტ სიერო 2:2, 84′ სილვან ჰეფტი 3:2, 88′ ლუის მურიელი 3:3
 
„მანჩესტერ იუნაიტედი” – 10
„ვილიარეალი” – 7
„ატალანტა” – 6
„იანგ ბოიზი” – 4
 
8 დეკემბერს ითამაშებენ:
 
„ატალანტა” – „ვილიარეალი”
„მანჩესტერ იუნაიტედი” – „იანგ ბოიზი”
 
G ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლის შანს ოთხივე გუნდი ინარჩუნებს
 
„სევილია” – „ვოლფსბურგი” 2:0(1:0)
გოლები: 13′ ხუან ხორდანი და 90+7′ რაფა მირი
 
„ლილი” – „ზალცბურგი” 1:0(1:0)
გოლი: 31′ ჯონათან დევიდი
 
„ლილი” – 8
„ზალცბურგი” – 7
„სევილია” – 6
„ვოლფსბურგი” – 5
 
8 დეკემბერს ერთმანეთს შეხვდებიან:
 
„ვოლფსბურგი” – „ლილი”
„ზალცბურგი” – „სევილია”
 
H ჯგუფში პლეი ოფში გასული ორივე გუნდის ვინაობა წინა ტურში გაირკვა და „ჩელსი” და ‘იუვენტუსი” ჯგუფში გამარჯვებულის , ხოლო „ზენიტი” და „მალმე” ევროლიგაზე ასპარეზობის გაგრძელების უფლების მქონე გუნდის ვინაობას არკვევენ ერთმანეთში
 
„ჩელსი” – „იუვენტუსი” 4:0(1:0)
გოლები: 25′ ტრევო ჩალობა, 56′ რის ჯეიმსი, 58′ კალუმ ჰადსონ-ოდოი, 90+5′ ტიმო ვერნერი
 
„მალმე” – „ზენიტი” 1:1(1;0)
გოლები: 28′ სორენ რიკსი 1:0, 90+2′ იაროსლავ რაკიცკი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1
52-ე წუთზე არტიომ ძიუბას მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი შვედების მეკარე იოჰან დალინმა მოიგერია
 
„ჩელსი” – 12
„იუვენტუსი” – 12
„ზენიტი” – 4
„მალმე” – 1
 
8 დეკემბერს ითამაშებენ:
 
„ზენიტი” – „ჩელსი”
იუვენტუსი” – „მალმე”
კომენტარები
იტვირთება...