„მანჩესტერ იუნაიტედის” „უოტფორდთან” დამარცხების შემდეგ სოლსკიაერს გუნდში დარჩენის შანსი აღარ აქვს

ინგლისის პრემიერ-ლიგაში მე-12 ტურის რვა შეხვედრა გაიმართა

„მანჩესტერ იუნაიტედი” სტუმრად „უოტფორდთან” 1:4 დამარცხდა და პირველ ადგილზე მყოფ „ჩელსის” უკვე 12 ქულით ჩამორჩა.

ინგლისური პრესის ცნობით, მატჩის შემდეგ დირექტორთა საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა და მასზე მთავარი საკითხი გუნდიდან ოლე გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლება და მისთვის გადასახდელი საკომპენსაციო თანხა იყო.

„უოტფორდი” – „მანჩესტერ იუნაიტედი” 4:1(2:0)
გოლები: 28′ ჯოშუა კინგი 1:0, 44′ ისმაილა სარი 2:0, 50′ დონი ვან დე ბეეკი 2:1, 90+2′ ჟოაო პედრო 3:1, 90+6 ემანუელ დენისი 4:1.
მე-11 წუთზე ისმაილა სარის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი დავიდ დე ხეამ მოიგერია.

„ლესტერი” – „ჩელსი” 0:3(0:2)
„ასტონ ვილა’ – „ბრაიტონი” 2:0(0:0)
„ბარნლი” – „კრისტალ პალასი” 3:3(2:3)
„ვულვერჰემპტონი” – „ვესტ ჰემი” 1:0(0:0)
„ნორვიჩი” – „საუთჰემპტონი” 2:1(1:1)
„ნიუკასლი” – ბრენტფორდი”  3:3(2:2)
„ლივერპული” „არსენალი” 4:0(1:0)

„ჩელსი”  12 → 29
„ლივერპული” 12 → 25
„მანჩესტერ სიტი” 11 → 23
„ვესტ ჰემი” 12 → 23

კომენტარები
იტვირთება...