„მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარები გლიზერებისადმი პროტესტის ნიშნად „ოლ ტრაფორდზე” შეიჭრნენ (ვიდეო და ფოტორეპორტაჟი)

მანჩესტერში, „ოლ ტრაფორდზე”, „მანჩესტერ იუნაიტედს” და „ლივერპულს” შორის პრემიერლიგის 34-ე ტურის მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, გულშემატკივრები შეიჭრნენ

ასეულობით გულშემატკივარმა ამ ფორმით გამოხატა პროტესტი „მანჩესტერ იუნაიტედის” მფლობელ გლეიზერების მიმართ.

ევროპის სუპერლიგის დამფუძნებელთა შორის „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფნას ინფორმაციის გავრცელებისთანავე მოჰყვა კლუბის გულშემატკივართა აღშფოთება და გლეიზერებმა მალევე განაცხადეს დამფუძნებელთა რიგების დატოვების შესახებ, მაგრამ მანჩესტერელთა ფანატები მიჩნევენ, რომ გლეიზერებმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს და მათ აღარ აქვთ უფლება იყვნენ კლუბის მეპატრონეები.

მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საკვამლე ბომბებით შეიარაღებულმა ასეულობით გულშემატკივარმა უსაფრთხოების კორდონი გარღვია და „ოლ ტრაფორდზე” შეიჭრა.

გულშემატკივრთა მეორე ჯგუფმა მანჩესტერის ცენტრში მდებარე Lowry Hotel-ის ბლოკირება და მტჩის წინ იქ მყოფი „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებისთვის „ოლ ტრაფორდზე” გამგზავრებაში ხელის შეშლა სცადა.

ამ დროისთვის სასტუმროს ბლოკირების მცდელობა აღკვეთილია, მინდორი გულშემატკივრებისგან თავისუფალია და „ოლ ტრაფორდის” ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი მზად არიან მატჩის ჩასატარებლად, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის არბიტრები სტადიონზე იმყოფებიან, ფეხბურთელებს ჯერ კიდევ არ დაუტოვებიან სასტუმრო და უცნობია, შედგება თუ არა მატჩი.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის 1 საათის წინ, თბილისის დროით 20:30 საათზე უნდა დაწყებულიყო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...