„მანჩესტერ იუნაიტედი” ერთპიროვნულად გალიდერდა

გუშინ, ინგლისის პრემიერლიგაში სამი შეხვედრა გაიმართა

„მანჩესტერ იუნაიტედი” ბარნლიში ამავე სახელწოდების გუნდს ეთამაშებოდა.

აუტსაიდერთა შორის მყოფი მასპინძლების კარში პოლ პოგბას მიერ 71-ე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა მანჩესტერელებს გამარჯვება და ერთპიროვნული ლიდერობა მოუტანა.

ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა ბოლო ადგილზე მყოფმა „შეფილდ იუნაიტედმა”. მან საკუთარ მოედანზე „ნიუკასლ იუნაიტედი” ბილი შარპის მიერ 73-ე წუთზე პენალტიდან გატანილი გოლით დაამარცხა.

`ევერტოონმა” გასვლაზე „ვულვერჰემპტოტ უონდერერსი” დაამარცხა. გოლები სტომართაგან ალექს ივობმა (მე-6 წთ) და მაიკლ კინმა (77-ე წთ) გაიტანეს. მასპინძელთაგან თავი რუბენ ნევესმა (მე-14 წთ) გამოიჩინა

ლიდერთა სატურნირო მდგომარეობა ასეთია:

„მანჩესტერ იუნაიტედი” 17 თ → 36 ქ
„ლივერპული” 17 თ → 33 ქ
„ლესტერ სიტი” 17 თ → 32 ქ
„ევერტონი” 17 თ → 32 ქ
„ტოტენჰემ ჰოტსპური” 16 თ → 29 ქ
„მანჩესტერ სიტი” 15 თ → 29 ქ
„საუთჰემპტონი” 17 თ → 29 ქ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად