მანანა თოქმაჯიშვილი: ბატონო კახა, ეს ბოტები რატომღა გააბოროტეთ და გადარიეთ?

ბატონო კახა, ეს ბოტები რატომღა გააბოროტეთ და გადარიეთ? ძალიან გაბრაზებული ჩანან თქვენი სატრანსპორტო პოლიტიკით – შეკითხვას, შესაბამის ვიდეოსთან ერთად, თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

„Miha Hamodi და Kanti ყოფილან განსაკუთრებით აღშფოთებულები, რას დაამსგავსეს ჭავჭავაძე, ნაფარეულზე ახვევა რატომ არ შეიძლებაო. რატომღაც “კუ და მორიელის” იგავი გამახსენდა, განა არ მოსწონთ, ბუნება აქვთ შხამიანი და რა ქნან, გაბო(რო)ტდნენ“, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

ვიდეო ფაილიდან ჩანს ე.წ ბოტების აქტიურობა თბილისის მერის გვერდზე, სადაც სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ კახა კალაძის განცხადებაა განთავსებული.
პოსტი თბილისის მერმაც გააზიარა – „ნაციონალური მოძრაობის მუმბაის ოფისი გაბრაზდა“,- წერს კახა კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად