მანანა კობახიძე: წარმოუდგენელია მე მეთქვა, რომ ჩემთვის თანასწორობა მიუღებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი უმცირესობის წარმომადგენელს ოთარ კახიძეს პასუხობს, რომლის თანახმადაც მისი განცხადებები ადამიანის თანასწორობის საკითხთან წინააღმდეგობაში მოდის.

კობახიძე ამბობს, რომ მისთვის ადამიანების დისკრიმინაცია დაუშვებელია, თუმცა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს – ეს არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. 

„წარმოუდგენელია სეთი რამ მეთქვა, რომ ჩემთვის თანასწორობა მიუღებელია. 

თუ საკითხი ეხება ქორწინების ასპექტს, ამასთან დაკავშირებით ჩემი ხედვები ცნობილია. ვთვლი, რომ 36-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციის, რომელიც ქორწინების დეფინიციას გვაძლევს, სხვას არაფერს არ გულისხმობს, გარდა იმისა, რომ ეს არის ტრადიციულ საწყისებზე დაფუძნებული ურთიერთობა. ეს ურთიერთობა არის ქალი და კაცი. ჩემი შეხედულება არის ეს. მე ვამბობ, რომ ადამიანების დისკრიმინაცია დაუშვებელია და არავითარ კამპანიას ადგილი არ ჰქონია“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ. 

ცნობისთვის, ოთარ კახიძემ მანანა კობახიძეს მიმართა: „„თქვენ რამდენიმე განცხადება გააკეთეთ. ევროპულ ქვეყანაში დამკვიდრებულია თანასწორობა და ეს წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ მორალთან, რითაც პირდაპირ ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწეოდით, იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყავით იმ ხაზის გამტარებელი, რომ არანაირ წინააღმდეგობაში ჩვენს მორალთან არ მოდის ევროსტანდარტები, ადამიანის უფლებები, ამ წინააღმდეგობას პრაქტიკულად ქადაგებდით. დღეს როგორია თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, მოდის თუ არა თქვენს მორალთან წინააღმდეგობაში თანასწორობის პრინციპი?

შემდეგი საკითხი, თურმე ვერავინ ვერ აგიკრძალავთ, ვერც ევროკავშირი და ვერც ევროსაბჭო, რომ გქონდეთ თვენი შეხედულება, გამოხატვის თავისუფლება ლესბოსელების და ჰომოსექსუალების საკითხზე. ამას გვიკრძალავს ჩვენ ევროკავშირი და ევროსაბჭო? ანუ აქაც ანტი დასავლური პროპაგანდა ისმოდა თქვენი პირიდან. როგორი პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით დღეს“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად