მანანა კობახიძე: შესაძლებელია, მე არ ვიყო საჩხერის მაჟორიტარობის კანდიდატი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მანანა კობახიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლოა არ იყოს საჩხერის მაჟორიტარობის კანდიდატი, თუმცა ის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სიაში იქნება, – ამის შესახებ მანანა კობახიძემ საგურამოში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო სიის ახალი სახეების წარდგენის შემდეგ განაცხადა.

"შესაძლებელია მე არ ვიყო საჩხერის დეპუტატობის კანდიდატი, მაგრამ ის რომ მე "ქართულ ოცნების" გუნდში ვარ და ძალიან აქტიურად ჩართული, ეს ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის და ბოლომდე ვიქნები გუნდთან ერთად", – განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...