მანანა კობახიძე: პოლიციისგან მოვითხოვ, ქვის სროლას განცხადებთ კი არა, კანონით უპასუხოს!

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ პოლიციამ ქვის სროლას კანონით უნდა უპასუხოს.

"დაბეჯითებით მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლებაში ახლა ჩვენ ვართ და განცხადებებით ვერ შემოვიფარგლებით, თუ კანონი დაირღვა, პროვოკაცია დაიგეგმა, განხორციელდა თუ კიდევ იგეგმება, არ ვიცი, პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას! 

საარჩევნო პროცესისთვის, ხმის მიცემისთვის ხელშეშლა, ამომრჩეველზე ზეწოლა, უბნებზე წესრიგის დარღვევა, ძალადობა, ცემა – დანაშაულია და სწორედ, სამართალდამცავი ორგანოებისგან, პოლიციისგან მოვითხოვ შესაბამის და დროულ რეაგირებას, თუ ვინმე ქვას ისვრის, განცხადებით კი არა კანონით უნდა ვუპასუხოთ! ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს ძალადობა ამ ქვეყანაში და ამისთვის კონკრეტული მოქმედება და დანაშაულის აღკვეთაა საჭირო, ვინც არ უნდა ჩაიდინოს ის!" – წერს მანანა კობახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...