მანანა კობახიძე: “ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ხელისუფლების დიდი შეცდომაა”

"სულ რომ მარტონი დავრჩეთ ამ დედამიწაზე, ყველა ჩვენმა მეგობარმა, პარტნიორმა თუ მოკავშირემ რომ ზურგი გვაქციოს, მე მაინც ვიტყვი რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა, ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომა, თორემ სხვა დანარჩენ კატეგორიებზე, როგორიცაა ზნეობა, მორალიდა ა.შ ჩემზე უფრო ზნეობრივები და ღირსეულები ილაპარაკებენ, მე მხოლოდ სახელმწიფოზე ვამბობ, კანონმდებლებზე…" – ასე ეხმიანება ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე

"დღეს ლამის ერთიანად გაცისარტყელდა facebook , ტაში შემოკრეს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რა ვქნა, თუ მე ვერ შევუერთდი ამ "სიხარულს", მაპატიეთ, ვიცი გამკიცხავთ ზოგიერთები, კრიტიკას არ დაიშურებთ, შეიძლება ქარ-ცეცხლშიც გამატაროთ, მაგრამ, ალბათ აზრის თავისუფლება ის უფლებაა, რაც მაინც მრჩება როგორც საჯარო პირს. თქვენი ნებაა, მაკრიტიკეთ, ოღონდ ადამიანების სიძულვილს, შეუწყნარებლობას, დისკრიმინაციას, რაც მთავარია, რუსეთუმეობას და ამის მსგავსებს ნუ დამაბრალებთ!…"- წერს მანანა კობახიძე თავის სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინება ოფიციალურად დააკანონა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რასაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამა დიდი გამარჯვება უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად