მანანა არჩვაძე: ცოტნე რომ დააკავეს, ერთხელ შემიშვეს-იქ ბადრაგმა ქალებმა ჩემი გაშიშვლება მოინდომეს (ვიდეო)

ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძემ აჭარის ტელევიზიის” გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” ჩართვისას განაცხადა.

“მე ერთადერთხელ შემიშვეს ჩემს შვილთან და ისიც ცემა-ტყეპით. მაპატიეთ, მაგრამ ეს უნდა ვთქვა. მე როდესაც გამოვედი, იქ ბადრაგი ქალები იყვნენ და მათ მოინდომეს ჩემი გაშიშვლება, თითქოს რამე ხომ არ გამომქონდა. გესმით თქვენ ასეთი შეურაცხყოფა? მაშინვე ავტეხე საშინელი ამბავი, ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, ჩემი შვილის ასეთ მდგომარეობაში ნახვის შემდეგ შეურაცხყოფის მოყენება არ იკმარეს და კიდევ მოინდომეს მე შიშველი უნდა შევემოწმებინეთ. ან რა უნდა გამომეტანა, მაშინ როდესაც პატიმარი კორესპონდეციებს გზავნიდა, ვინმე ნიკოლოზ ხატიაშვილი, იქაური მსჯავრდებულების დეპარტამენტის თანამშრომელი გადასცემდა გიორგი ბუთლიაშვილს და ვაჟა ჩხეტიანს. აღნიშნული კორესპონდენციები ადრესატამდი არ იგზავნებოდა. კონფისკაციას უტარებდნენ”, – განაცხადა მანანა არჩვაზე-გამსახურდიამ.

 

კომენტარები
იტვირთება...