მანანა არჩვაძე-გამსახურდია მიხეილ სააკაშვილზე: 7 კილო თაფლისა და წვენების სმით თანამედროვე შიმშილობის ფორმა თუ არსებობდა, არ მეგონა

ძალიან მაინტერესებნს, შეკითხა არა, უფრო ულტიმატუიმის ფორმა იყო, მიხეილ სააკაშვილსი მამის მხრიდან იუსტიციის მინისტრის მამას, რატი ბრეგვაძეს მამას, ესეიგი ექიმი ექიმს მიმართავას რომ მისი შვილი გადაარჩინონ და რისგან უნდა გადაარჩინონ? არაჟანის მიღებისგან. პაშტეტების მიღებისგან, 7 კილო თაფლისგან, ნატურალური წვენებისგან თუ რა? თანამედორვე შიმშილობის ასეთ ფორმა თუ არსებობდა მე წარმოდგენა არ მქონდა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამის მიერ, იუსტიციის მინისტრის მამის მისამართით გაგზავნილ წერილს, რომელშიც ნიკოლოზ სააკაშვილი, შვილის გადარჩენაზე საუბრობს.

მანანა გამსახურდიას თქმით, როდესაც მისი შვილი დაკავებული იყო, მიხეილ სააკაშვილის მამას მიაკითხა ბალნეოლოგიოურ კურორტზე, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, თუმცა შეხვედრის ნაცვლად, პოლიცია გამოიძახეს და სცემეს.

“თანამედროვე შიმშილობის ასეთი ფორმა თუ არსებობდა, წარმოდგენა არ მქონდა. თუ სააკაშვილის მამისთვის მიუღებელია მისი შვილის პატიმრობა, მე, როდესაც მას ბალნეოლოგიურ კურორტზე მივაკითხე და იმ წუთში გაჩნდა გლდანის საპატრულო პოლიცია, მომკლეს ცემაში, აი, ასე გამიმასპინძლდა სააკაშვილის მამა და რას მოითხოვს ეს კაცი, რომ მე ამაზე გავჩუმდები? არასდროს არ გავჩუმდები და ყოველთვის ვამხელ, არ დავიხევ უკან არავითარ შემთხვევაში”, – განაცხადა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ “აჭარის ტელევიზიის” გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” ჩართვისას.

კომენტარები
იტვირთება...