მამუკა რიჟამაძე ქუთაისში, მძიმე სოციალური პირობებში მცხოვრებ მარტოხელა, მოხუცს დაეხმარა

NULL

ქუთაისში, ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მარტოხელა ავთანდილ ბუაძე პირადობის არქონის გამო წლების მანძილზე ვერ სარგებლობდა იმ სერვისებით, რომელსაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველ და მარტოხელა მოქალაქეებს სთავაზობს. პირადობის არქონის გამო იგი ასევე ვერ ახერხებდა კომუნალურ გადასახადების გადახდას, რის გამოც ელექტრო ენერგიის, წყლისა და გაზის გარეშე გარკვეული პერიოდია ცხოვრობს. შექმნილმა გარემო პირობებმა მის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა იქონია. 

აღნიშნული პიროვნების მძიმე სოციალური პირობების შესახებ ცნობილი გახდა ვაკისუბნის მაჟორიტარი დეპუტატისთვის. მამუკა რიჟამაძის დახმარებით ავთანდილ ბუაძემ შეძლო პირადობის ბარათის აღება და სოციალური მომსახურეობის სააგენტოში დარეგისტრირება. მაჟორიტარი დეპუტატისა და ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს დახმარებით მას ჩაუტარდა 5 დღიანი სტაციონალური სამედიცინო გამოკვლევები.

„ავთანდილ ბუაძე არის მარტოხელა, რომელსაც არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, თავისთავად იგი ვერ სარგებლობდა პენსიით და სოციალური დახმარებით. შესაბამისი სამსახურების საშუალებით შევძელით ამ ადამიანისთვის პირველ რიგში გაგვეკეთებინა პირადობის მოწმობა, რის შედეგადაც იგი უკვე შეძლებს ისარგებლოს ყველა იმ სერვისით, რომელსაც სახელმწიფო მსგავსი სტატუსის მქონე ადამიანებს სთავაზობს. დახმარებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სოციალური მომსახურეობის სააგენტოს, ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს პერსონალს, შ.პ.ს. ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენრტს და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობას. მათი დახმარებით შევძელით, ავთანდილ ბუაძე სრულფასოვანი ცხოვრების რიტმს დაბრუნდეს.”- განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ( სოლხან-საბასა და ვაკისუბნის მაჟორიტარი) მამუკა რიჟამაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად