მამუკა ნოზაძე: სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ კლინიკაში და რატომ ხდება სიტუაციის დრამატიზება? გამონაკლისობა მიუღებელია

სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ კლინიკაში და რატომ ხდება სიტუაციის დრამატიზება? გამონაკლისობა მიუღებელია, – ამის შესახებ ადვოკატი მამუკა ნოზაძე სოციალურ ქსელში წერს:

“პატიმრების გადაყვანა სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებეულებებში რატომ არის პრობლემური ვერ ვიგებ. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთადერთი ადვოკატი ვიყავი,რომელიც ვიბრძოდი სხვადასხვა სნეულებით დაავადებული ავადმყოფების უფლებების დაცვისთვის და უამრავი პატიმარი იქნა გადაყვანილი სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში და ძვირადღირებულ მკურნალობასაც უტარებდენ. არანაირი პრაქტიკა არ იყო დასნეულებული პატიმრებთან მიმართებაში მკურნალობის ჩატარებასთან დაკავშირებით და ბრძოლის შედეგად უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინე.

თავდაპირველად საერთო სასამართლოებიც ქმნიდნენ პრობლემას და პატიმრებს ყოვლად დაუსაბუთებლად თხოვდენ სახელმწიფო ბაჟს იმ მიზნით, რომ სარჩელი განხილილულიყო ქმედების განხორციელების თაობაზე, რომ პირს ჩატარებოდა მკურნალობა. მოსამართლეების ნაწილი ვერ იგებდა, რამდენიმეს გამოკლებით, რომ არ შეიძლებოდა პატიმრობაში მყოფ პირებისთვის მოეთხოვათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართვრლოს მოსამართლეების ნაწილს, რომ გაეგო ელემენტარული თემა, რომ ნებისმიერი პირისთვის ჯანმრთელობის უფლების დაცვა გარანტირებულიკონსტიტციური უფლებას წარმოადგენდა და ამგვარი დავები სოციალურ საკითხს განეკუთვნებოდა, მივმართე ევროპულ სასამართლოს და მანკიერ პრაქტიკა შეიცვალა და დღესდღეობით ყველა პატიმრისთვის და არამარტო მათთვის გარანტირებულია, რომ დაცული იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება.

ყველამ უნდა შეიგნოს ნებისმიერ ხელისუფლების დროს, რომ დაცული უნდა იყოს პატიმრის ჯანმრთელობის უფლება და ეს არავის ნებაზე არ არის დამოკიდებული. ასევე არ შეიძლება გამონაკლისები იყოს დაშვებული იმის მიხედვით ვინ ვის მოწონს და ვის არ მოწონს. შერჩევითობა არის მიუღებელი და ნებისმიერი პატიმარი გადაყვანილი უნდა იყოს სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში მისი საჭიროებიდან გამომდინარე. მიუღებელია ჰუმანისტების მხრიდან ყიჟინი, რომ პატიმარი არ უნდა იქნეს სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი, რადგან ეს ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

დიახ სააკაშვილი უნდა იქნეს გადაყვანილი კლინიკაში და რატომ ხდება სიტუაციის დრამატიზება ვერ ვხვდები? გამონაკლისობა არის მიუღებელი და დამღუპველია, ასევე არ შეიძლება ჩემიანებად და სხვისიანებად დაყოფა. ადამიანი ხარ მაშინ, როცა კანონს იცავ ყოველთვის, ყოველგვარი კონინქტურის მიუხედავად”, – წერს ადვოკატი.

კომენტარები
იტვირთება...