მამუკა მდინარაძე: ვერ მივიღეთ პასუხი სახალხო დამცველისგან, როგორ აპირებს შაქარაშვილის ოჯახის დაცვას უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისგან

„წარმოიდგინეთ რა ზომამდე მიიყვანეს გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი, რომ მან სახალხო დამცველს კონკრეტული პარტიული არხის ბულინგისგან დაცვა სთხოვა, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხი მათ შორის, სახალხო დამცველისგან თუ როგორ აპირებს ის ოჯახის დაცვას უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისგან“.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, სახალხო დამცველისგან, რომელიც გუშინ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა და საქმის მსვლელობისა და მიმდინარეობის შესახებ მათი პოზიცია და მოსაზრებები მოისმინა, საზოგადოებამ ჯერ ვერ მიიღო პასუხი თუ როგორ აპირებს ის ოჯახის დაცვას კონკრეტული პარტიული არხის მხრიდან ფსიქოლოგიური წნეხისგან.

„ჩვენ, სამწუხაროდ, პასუხი მივიღეთ, რომ გამოძიების დეტალებით დავინტერესდებიო. ეს ძალიან კარგია თავის მხრივ, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხი მათ შორის სახალხო დამცველისგან თუ როგორ აპირებს ოჯახის დაცვას უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისგან. ოჯახისას, რომელმაც უდიდესი ტრაგედია მიიღო შვილის გარდაცვალებით. ამაზე სამწუხაროდ ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ და მე ვფიქრობ, რომ ამაზეც უნდა მივიღოთ სახალხო დამცველისგან პასუხი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი სახალხო დამცველს შეხვდა. შეხვედრა ომბუდსმენის ოფისში გაიმართა. ნინო ლომჯარიას, გარდაცვლილის მშობლებმა თხოვნით მიმართეს, შეწყდეს ოჯახის მიმართ ბულინგი და აგრესია ტელეკომპანია „მთავარის“ მხრიდან. თავის მხრივ, სახალხო დამცველი მათ დაპირდა, რომ საქმის ძიებისას ობიექტური როლი ექნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად