მამუკა მდინარაძე: უმრავლესობა იმ აზრზეა, რაც საერთაშორისო პარტნიორებისგან ხმოვანდება – დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

უმრავლესობა იმ აზრზეა, რაც საერთაშორისო პარტნიორებისგან ხმოვანდება – დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ უმარვლესობის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ბევრ თემაზე იყო საუბარი, 4 ძირითადი თემა იყო. უმრავლესობა არის იმ აზრზე რაც ხმოვანდებოდა მთელი ამ დღებში და რაც ემთხვევა საბედნიეროდ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას, რომ ალტერნატივა არ აქვს დიალოგს და კანონის უზენაესობას. ჩვენ მზად ვართ ჩვენი წილი სხვაზე მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ და ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ ოპონენტებმაც, რომ სტაბილური და დემოკრატიული განვითარება ქვეყანამ განაგრძოს,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...