მდინარაძე ტვ „პირველს“: კიდევ ერთი ცრუ ნარატივი და ძალიან მაგარი გადაწყვეტილების დისკრედიტაციის მცდელობა

“კიდევ ერთი ცრუ ნარატივი და ძალიან მაგარი გადაწყვეტილების დისკრედიტაციის მცდელობა.
ამნისტია, რა თქმა უნდა, არ ეხება უკანონოდ მიტაცებულ მიწებზე აშენებულ შენობებს. ძალიან სამწუხაროა TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი”, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ” ქართული ოცნების” ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდიანარაძემ განაცხადა, რომ თბილისში, 10 000 – მდე მოქალაქეს, შესაძლებლობა ექნება, დაირეგისტრიროს საცხოვრებელი ფართები, რომლებიც გარკვეული დარღვევებით არის აშენებული, თუმცა ელემენტარულ პირობებს აკმაყოფილებს.

“საუბარი შეეხებოდა თბილისში სამშენებლო ამნისტიას, რომელიც არის ძალიან პოზიტიური ამბავი თბილისელებისთვის, რადგან, 10 000-ობით ადამიანი ელოდებოდა ასეთ გადაწყვეტილებას. ჩვენ მერიასთან ერთად შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომლის ფარგლებშიც, ამნისტირებული იქნება ის შენობები, რომელიც თავის დროზე გარკვეული დარღვევებით აშენდა, მაგრამ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების ელემენტარულ პირობებს, ასევე ჯარიმების მოხსნაზეა საუბარი და ამ კანონპროექტის ამოქმედებიდან ათიათასობით მოქალაქეს თბილისში, რომლებიც ასეთ შენობებში ცხოვრობენ, ექნებათ შესაძლებლობა, რომ უკვე დაირეგისტრირონ თავიანთი საცხოვრებელი სახლები, კანონიერად იქნან აბონენტებად აყვანილი და ა.შ.”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...