მამუკა მდინარაძე: ტყუილს უნდა დაერქვას თავისი სახელი

ფრაქცია ” ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში ” პირისპირ” ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს შორის მთავარ გამოწვევად ტყუილთან დაპირისპირება დაასახელა.

მისი თქმით, ეს არის ინოვაცია ქართულ პოლიტიკაში. მან გაიხსენა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული სიცრუის რამდენიმე კონკრეტული მაგალითი, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის დავა შვეიცარიულ ფინანსურ კომპანიასთან.

” საუბარი იყო ძალიან დიდ თანხაზე. საბოლოოდ სასამართლომ დააკისრა აღნიშნულ კომპანიას 150 მლნ ფრანკის გადახდა. ერთ -ერთი პირი დააკავეს დანაშაულებრივ ქმედებისთვის. ამ დროს კი ნაციონალური მოძრაობის მიერ მართულ მედიასაშუალებაში დაიწერა სტატია, რომლითაც ლამის დააჯერეს საზოგადოება და გააჩინეს მოლოდინები იმისა, რომ დღე-დღეზე ბიძინა ივანიშვილს პასუხისგებაში მისცემდნენ . სტატიაში საუბარი იყო, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ახორციელებდა ზეწოლას კომპანიაზე. და რა იყო ზეწოლის ხერხი? ის, რომ დაზარალებულმა ადამიანმა სარჩელი შეიტანა და ის, რომ საკუთარ ფულს ითხოვდა. მსგავსი მაგალითები მოდელირებულ ქრონიკაზე უარესი ვერსიაა” -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აქვე მან გერმანულ საერთაშორისო საზოგადოებრივ მაუწყებელში – “დოიჩე ველეში” გამოქვეყნებული სტატია გაიხსენა.

„ყველა ტყუილს უნდა დაერქვას თავისი სახელი”- აღნიშნა ფრაქცია ” ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...