მამუკა მდინარაძე: თუ ვიღაცამ მიუღებლად შეაფასა კონკრეტული ფაქტი, ეს “ნაცმოძრაობის” მავნებლობას და დანაშაულს გამორიცხავს?

“ორი დღეა ვუყურებ ვნებათაღელვას იმედზე გასული რეპორტაჟის თუ ფილმის გამო. არ მქონდა ნანახი და როგორც იქნა ვნახე მეც”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე Facebook-ში წერს:

“ის ნაწილი, სადაც საუბარია შეფასებაზე, რომ თითქოს ოკუპანტი ქვეყანა იძულებული გახდა ჩვენს ქვეყანაში შემოჭრილიყო, ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია და ვერც ამ ლოგიკას გავიზიარებ ვერასდროს ძალიან ბევრი მიზეზის გამო!..

მეორეა, რა უხარიათ ნაც. მოძრაობის წარმომადგენლებს და რა ჟივჟივი აქვთ ატეხილი.
დანარჩენ ნაწილზე და იქ მოტანილ ფაქტებზე რა პასუხები აქვთ, ჩამოვწერეთ ეს კითხვაც?!
და თუ ვიღაცამ მიუღებლად შეაფასა კონკრეტული ფაქტი, ეს მათ მავნებლობას და დანაშაულს გამორიცხავს?!

მაშველ რგოლად გინდათ გამოიყენოთ ტელეკომპანიაში გასული რომელიღაც ავტორის პოზიცია?! არ გამოვა, არ გამოგაყენებინებთ!

ამის გარდა, დღემდე არ გაუციათ პასუხი ფაქტებიდან გამომდინარე კითხვებზე, რომელთა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი რატომღაც იმ ფილმში არ მოხვდა:

1. რატომ ჩაწერა მიხეილ სააკაშვილმა 9 აგვისტოს ბრძანებულებაში, რომ რუსეთის ჯარები მხოლოდ 8 აგვისტოს შემოვიდნენ საქართველოში და რატომ დაუჭირა ამას მხარი მაშინდელმა პარლამენტმა?!

2. რატომ დაუჭირა მხარი ნაციონალურმა მოძრაობამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციას, სადაც საომარი მოქმედებების დამწყებ მხარედ საქართველოს სამხედრო ძალები იყვნენ მოხსენიებული, ხოლო რუსები – საპასუხო შეტევის.

3. რატომ არ მიმართა გაეროს აგრესორის შეჩერების მოთხოვნით?

4. რატომ გააუქმა პრაქტიკულად ყველა სამშვიდობო და მოლაპარაკების ფორმატი?

აღარაფერს ვამბობ, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევაზე და სხვა მსგავს მავნებლობებზე (კითხვები შევამცირე ნაცების ტრადიციული ტყუილების და დემაგოგიის გამოსარიცხად).

მე ზუსტად ვიცი – გამყიდველობა, მავნებლობა და ღალატია ამისი რეალური პასუხი, მაგრამ კონკრეტულ ფაქტებზე კითხვებს მაინც უნდა უპასუხონ, – კიდევ უფრო კარგად რომ გამოჩნდეს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა უპასუხობაც პასუხია”, – წერს მამუკა მდინარაძე და პოსტს თან ამ ჰეშტეგებს ურთავს:

#რუსეთიოკუპანტია
#ნაცმოძრაობამავნებელია
#ოკუპაციადასრულდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...