მამუკა მდინარაძე: თქვენ ნახეთ რა ხდებოდა ხეების გადატანაზე, დღეს ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს ისეთი პარკი, რომლის ანალოგი რეგიონში არ არის

“თქვენ ნახეთ წლების განმავლობაში უარყოფითი კამპანია იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა ხეების გადატანაზე და როგორ ლანძღავდნენ ჩვენი პარტიის ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

“იგი ხვდებოდა ყოველდღიური ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების არეალში, როდესაც თურმე ეს კაცი აკეთებდა კარგ საქმეს, როდესაც ჩვენ ვნახეთ რომ ჩვენს ქვეყანას უკვე დღეს აღმოაჩნდა ისეთი პარკი, რომლის ანალოგი რეგიონში არ არის. მგონი ეს არის ყველაფრის პასუხი წლების შემდეგ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად