მამუკა მდინარაძე: სამწუხაროდ, საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები

“თქვენ ალბათ გაგიგიათ ყველას და მთელმა მსოფლიომ იცის – ყვითელი პრესა რას ნიშნავს. სამწუხაროდ, საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები, სადაც ძველი საბჭოთა კაგებეშნიკური (КГВ) მეთოდებით ინახავენ წლების განმავლობაში რაღაც სხვადასხვა ჩანაწერებს, შემდეგ ამონტაჟებენ, ჩეხავენ, კრავენ, აკეთებენ ამით ფაბრიკაციას საკუთარი საზოგადოების მიმართ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

“ეს არის საინფორმაციო ტერორიზმი, განხორციელებული წითელი პრესის მიერ და მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ეს ძალიან სამწუხაროა. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ამ წითელ ხაზებს მიღმა, „კაგებეშნიკური“ მეთოდების გამორიცხვით და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნით, რაღაც საკითხზე მაინც, შევძლოთ, რომ ყველამ ერთად დავგმოთ ფაბრიკაციები, ფარული ჩანაწერები და ამით ადამიანების დისკრედიტაცია. ეს უნდა ჩავაბაროთ რამენაირად წარსულს, რომელ მხარესაც რა პოლიტიკური მიზნებიც არ უნდა გააჩნდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...