მამუკა მდინარაძე: სამწუხაროდ, ინტერპელაცია კლასგარეშე შეკითხვების ფორმატს არ ითვალისწინებს

“ინტერპელაციას აქვს თავის წესი და ამ წესიდან ვერ ამოვარდებით ვერცერთ შემთხვევაში”,-ასე ეხმაურება პრემიერის ინტერპელაციით დაბარებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან.

“ინტერპელაციას აქვს თავის წესი და ამ წესიდან ვერ ამოვარდებით ვერცერთ შემთხვევაში. თვითონ რაც გააკეთეს, ახლა იმას გვაბრალებენ ჩვენ.

ძალიან გთხოვთ, დაინტერესდით და ჰკითხეთ, რამდენი შეკითხვა ჩასვეს და რა მიმართულებების, სხვადასხვა მიმართულების, თან ერთ ინტერპელაციაში და როგორ გაყვეს რეალურად მათ დრო, რომ არცერთ საკითხზე რეალური მსჯელობა არ იყოს და იყოს მხოლოდ და მხოლოდ, განცხადებები, ტყუილები, რომელსაც ვისმენთ, შეფასებები ამ ტყუილებში, თორემ მათ, რომ რომელიმე აინტერესებდეთ რეალურად, ჩაწერდნენ ერთ ან ორ კითხვას ინტერპელაციაში. კლასგარეშე შეკითხვების ფორმატს არ ითვალისწინებს, სამწუხაროდ, ინტერპელაცია,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ხვალ, პარლამენტში ხვალ ინტერპელაციის წესით დეპუტატები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუსმენენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...