მამუკა მდინარაძე: სახალხო დამცველს ნუ დავაბრალებთ, რომ ჩვენი თამაში ითამაშა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და აცხადებს, რომ გადაწყვიტა, საქართველოს პარლამენტის წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და მასში არსებულ ხარვეზებზე მოხსენებით მიმართოს.

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, როდესაც სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგეს, მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

„ეს პროცედურული ნაწილია და ჩვენ განსხვავებული პოზიცია ვერ გვექნება. ერთადერთი შეიძლება რეგლამენტი განვმარტოთ, რომ სამი დღის ვადაში ეს ვერ მოხდება. როდესაც სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგეს, მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ეს არის ნორმა, რომელიც კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში გვიწერია. შესაბამისად, ჩვენ მას მოვუსმენთ. ამ სამდღიანი პროცედურის გათვალისწინებით, ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ხუთშაბათის ნაცვლად „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის განხილვის ოთხშაბათს დაწყება და მისი მოსმენა დღის წესრიგში ხუთშაბათს ჩავსვათ. ოღონდ სახალხო დამცველს ნუ დავაბრალებთ, რომ ჩვენი თამაში ითამაშა და მოვლენები ერთი დღით მან დააჩქარა იმიტომ, რომ აქ ერთ დღეზე, ორ დღეზე და ორ კვირაზე ისეთი ამბები ტყდება, წარმოუდგენელიც კი შეიძლება ყოფილიყო ვინმესთვის, მაგრამ ეს რეალობაა. ჩვენ ვალდებულები ვართ, სახალხო დამცველს მისი მოთხოვნის შესაბამისად მოვუსმინოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...