მამუკა მდინარაძე: საინტერესო წრე იკვრება! ერთი დღის პირობაზე, როგორც მინიმუმ, ძალიან საინტერესოა

“საინტერესო წრე იკვრება! ერთი დღის პირობაზე, როგორც მინიმუმ, ძალიან საინტერესოა..” – ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, დღევანდელ პოლიტიკურ მოვლენებს:

“მხოლოდ დღევანდელი ამბები:
1. გახარია და სააკაშვილი აშშ-ში ერთმანეთს კონსპირაციულად შეხვდნენ.
2. კვლევითმა ორგანიზაციამ, რომლის საველე სამუშაოებს საქართველოში ნაც. მოძრაობის ორგანიზაცია ატარებს, ფორსირებულად ,,გამოაგდო” კვლევა, სადაც ტრადიციულად ,,ქართულ ოცნებას” დააკლო ბევრი, ასევე ბევრი მოუმატა გახარიას პარტიას და მას 8% დაუწერა…
3. ,,ლელოს” ლიდერმა განცხადება გააკეთა და დანარჩენ ოპოზიციას მოუწოდა, პარლამენტიდან გავიდეთო.
4. ნათელაშვილმა – ოპოზიციის ერთადერთი გზა ფანჩატურში დაბრუნებააო.
საინტერესო წრე იკვრება! ერთი დღის პირობაზე, როგორც მინიმუმ, ძალიან საინტერესოა..” – წერს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები
იტვირთება...