მამუკა მდინარაძე: რაც ავლაპარაკდით ფეიკებზე, მით უფრო გაძლიერდა შემოტევა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე “ევროპული საქართველოს” წევრს, ელენე ხოშტარიას პასუხობს. შესაბამისი განცხადება მდინარაძის Facebook-გვერდზე გავრცელდა.

“რაც უფრო მეტად ავლაპარაკდით “ფეიკებზე” და მათ მხილებაზე, მით უფრო გაძლიერდა შემოტევა, რომელშიც უკვე კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსებიც ჩაერთნენ – რა თქმა უნდა ისევ ,,ფეიკებით”. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ განსაკუთრებით ამაზრზენია ახალგაზრდა, სპორტსმენი ბიჭის უდიდესი ტრაგედიის გამოყენება ამ შემოტევისთვის…

გუშინ მათი ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი ჩამეკითხა, სახელმწიფომ რატომ ვერ მოაგვარა ამდენი ხანი პრობლემა, რომ ქუჩაში გარჩევები და ჩხუბები აღარ იყოსო – ზუსტად ვერ ვციტირებ, მაგრამ კითხვა დაახლოებით ასე დაისვა. ვუპასუხე, რომ ეს პრობლემა მარტო ჩვენს ქვეყანას არ აწუხებს, ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც ასეთი პრობლემები არ არსებობს-მეთქი.

დანაშაული ქუჩაში, ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მართლაც ამოუწურავი პრობლემაა და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში – ამ კუთხით გავეცი პასუხი კონკრეტულ კითხვას, სიტყვა მკვლელობა კი საერთოდ არ მიხსენებია.

ამის მიუხედავად, წამოვიდა ახალი საინფორმაციო შტურმი იმ კრიმინალური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან, რომელსაც არა თუ ის აწუხებდა, როგორ შემცირებულიყო ძალადობა ქვეყანაში, არამედ თავად ძალადობდა ხალხზე და ახალგაზრდებს ქუჩაში კლავდა.

ჯერ არ ვიცი შეცდომა იყო თუ არა აქამდე უამრავი სპეკულაციის და ტყუილის გატარება, მაგრამ ამ ყველაფერმა უკვე ისეთი ხასიათი მიიღო, რომ მისი იგნორირება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ხალხს და ქვეყანასაც დააზიანებს.

P. S. ნაცკლასტერის ისტერიის კიდევ ერთი მიზეზი მოღალატეობრივი რეზოლუციის მხარდაჭერაზე პასუხის არარსებობაა, რისი გადაფარვაც 2016 წელს რუსეთის დუმის დეპუტატების გიგი წერეთლის მიმართ მხარდაჭერის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციებით ცადეს – მან მარტო ის კი არ თქვა, მათი მხარდაჭერა კარგი გზავნილია, არამედ დააყოლა, თუ ეს მხარდაჭერა გამოიხატება კონკრეტულ მოქმედებაში დეოკუპაციასთან და ანექსიის შეჩერებათან დაკავშირებითო.

ოკუპანტის მხარდაჭერის ამაზე გაუგონარი “გაპრავება” მე პირადად ვერ წარმომიდგენია. დუმის ოდიოზური დეპუტატებისგან ელოდებოდნენ დეოკუპაციის მხარდაჭერას?!

მართლა ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ ჩვენს საზოგადოებაზე როგორც ჩანს…”-წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” ლიდერის, ელენე ხოშტარია თქმით, მმართველი გუნდი კრიმინალს ეუბნება, ნორმაა, რასაც შვრებიო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად