მამუკა მდინარაძე: რაც არ უნდა მოგვწონდეს, ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ძალადობა ყოვლად მიუღებელია

“პროვოკაციების ავტორებიც ყველამ იცის და ისიც, ვინ დგას ამის უკან. განცხადებებიც გაკეთდა ჩვენი მხრიდან და ამაზე აღარ შევჩერდები. აქ ყველაფერი ნათელია…” – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ ძალადობრივ ფაქტებს.

“ამ შემთხვევაში ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ ძალადობის ფაქტებს შევეხები:
რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორც არ უნდა მოგვწონდეს თუ არ მოგვწონდეს რომელიმე მედიის საქმიანობა, ჟურნალისტის, ოპერატორის თუ მედიის სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობა ყოვლად მიუღებელი, დაუშვებელი და წარმოუდგენელია!” – წერს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები
იტვირთება...