მამუკა მდინარაძე: პატივცემულო ჟურნალისტებო, მოგმართავთ, შეწყვიტოთ ის ქმედებები, რომელშიც ჩაგითრიეს!

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მამუკა მდინარაძე აცხადებს.

ცოტა ხნის წინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გამოსვლა, მოხსენების დაწყებიდან რამდენიმე წამში შეწყდა.

როგორც კი შს მინისტრი ტრიბუნასთან დადგა და განცხადების გაკეთება დაიწყო, მის ტრიბუნასთან ოპოზიციონერი დეპუტატები, პლაკატებით მივიდნენ. პლაკატებზე ერთი მხრივ, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული, მეორე მხრივ კი ირაკლი ღარიბაშვილის, რომელზეც გაკეთებული იყო წარწერა: “გადადგეს ღარიბაშვილი”.

გარდა ამისა, ოპოზიციის პერფორმანსის პარალელურად, პლენარული სხდომის აივნიდან მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ბანერი გადმოფინეს, წარწერით: “აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა” და “დასაჯეთ მოძალადეები”.

ამ დროისთვის პლენარული სხდომა შეწყვეტილია.

კომენტარები
იტვირთება...