მამუკა მდინარაძე: პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც პატიმრებზე და მათ გათავისუფლებაზე უნდა ვილაპარაკოთ

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ზოგადად პატიმრებსა და მათ გათავისუფლებაზე საუბრობენ.

როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„პირდაპირ გეტყვით, ასევე რომ ე.წ. პოლიტპატიმრების თემაზე მოკლედ მოვუჭერით და საერთოდ არ ველაპარაკეთ. აი, პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. საკითხის შემობრუნება სცადეს ორჯერ, თუ სამჯერ, ჩვენ მათ ამ თემაზე არ ვესაუბრებით. არჩილ თალაკვაძემაც თქვა და მეც იმავეს გაგიმეორებთ, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ზოგადად პატიმრებზე და მათ გათავისუფლებაზე უნდა ვილაპარაკოთ. გარდა ამისა, პოლიტპატიმარი არ არის სიტყვა, რომელიც რელევანტურია დღევადნელ მოცემულობასთან. მთელი პასუხისმგელბობით გიცხადებთ, რომ ასეთი საქართველოში არ არსებობს.

„ჟურნალისტის კითხვაზე: „როცა საუბრობთ, რომ პარლამენტში კონსტრუქრციულ ოპოზიციას ელოდებით, ამ განცხადებიდან ჩანს, რომ არ გულსხმობთ მხოლოდ ერთ პარტას, ვისთან გაქვთ კიდევ ასეთი ტიპის კონსულტაციები“, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ გარკვეული ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველა პარტიასთან ჰქონდათ.

„რაღაც ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველასთან იყო. მე არ გამოვყოფ, არიან იქ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებთანაც, პირდაპირ რომ გითხრათ, დიდი სურვილიც არ არსებობოს კომუნიკაციის და შეიძლება შეგნებულადაც არ იყო ეს კომუნიკაცია, მაგრამ თითქმის ყველასთან რაღაც ტიპის კომუნიკაცია იყო და რაღაც ტიპის საუბრები არსებობს, მათ შორის შეთანხმების დეტალებზე. რასაც ისინი ჭორაობენ და ერთმანეთს აბრალებენ ხოლმე, მსგავსი შეთავაზებები ჩვენი მხრიდან არ არის, ამაზე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ და პასუხი ვაგო. მერკანტილურ თემებზე საუბრობენ, ფინანსურ თემებზე, მსგავსი არ ხდება, შეუძლიათ დაანებონ თავი ერთმანეთის დაბრალებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად