მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რაში სჭირდება ვინმეს მათი კოალიციაში შემოსვლა

“თავისთვის აწერენ რაღაცას ხელს და აფორმებენ. აფორმონ, კი ბატონო. უბრალოდ, რაღაც ილუზიას ქმნიან. სინამდვილეში, არანაირ კოალიციაზე საუბარი არ არის”.

ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ მემორანდუმის გაფორმება.

მისივე თქმით, დღევანდელი მოცემულობისა და რეალური რეიტინგების გათვალისწინებით, რაიმე სახის კოალიციის საჭიროება არ დადეგბა.

„წარმოუდგენელია, რომ დღევანდელი მოცმულობისა და რეალური რეიტინგების გათვალისწინებით რაიმე სახის კოალიციის საჭიროება დადგეს. ეს თვითონაც კარგად იციან. გამორიცხულია, არა უბრალოდ ჩვეულებრივი უმრავლესობის ჩამოყალიბება, არამედ 15-20-25 დეპუტატით მეტი არ ჰყავდეს მმართველ გუნდს, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს. ამ დროს დანარჩენი პარტიების მიერ რაღაც სპექტაკლების დადგმა, კოალიციაში არ შევალთო, გაუგებარია. საერთოდ ვინ ეპატიჟებათ. რაში სჭირდება ვინმეს მათი კოალიციაში შემოსვლა. ხალხის განწყობაა ასეთი, რომ „ქარულმა ოცნებამ“ უნდა გაიმარჯვოს და ღმერთმა დაგვიფაროს მათი კოალიციაში შესვლა დასჭირდეს ვინმეს, რადგან კატასტროფა იქნება, იმდენად დესტრუქციულები არიან“, – განაცახადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, სადაც პირობა დადეს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან“ და მასთან კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.ოპოზიციური პარტიების შეთანხმება – „ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებასთან კოალიციურ მთავრობას არ შევქმნით“

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად