მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ლეგიტიმურ ძალადობაზე საუბარი მათ რეალურ ზრახვებს ცხადყოფს

უკვე გამოიკვეთა ის, რომ ოპოზიციის მიზანი არაა მშვიდობიანი განვითარება, ვინაიდან მათ ვორდინგში გაჩნდა სიტყვები „მსხვერპლი“, „ძალადობრივი, ლეგიტიმური რევოლუცია“.ეს ადასტურებს იმას, რომ ისინი არჩევნებამდეც ასე ფიქრობდნენ.”

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„კარგად მესმის კარლ ჰარცელის წუხილი და ეს ბუნებრივია, როდესაც პროცესები ჩიხური სიტუაციისკენ მიდის. ეს მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, რომ მაგიდას აყირავებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი არ მოდიან ისეთ დათქმებზეც კი, რომ მოხდეს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, თუ მათივე მონაწილეობით საგამოძიებო კომისია დაადგენს თუნდაც 1%-იან გადახრას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. წარმოიდგინეთ, რამხელა ვა-ბანკზე წასვლაა ამაზე უარის თქმა. უკვე გამოიკვეთა ის, რომ ოპოზიციის მიზანი არაა მშვიდობიანი განვითარება, ვინაიდან მათ ვორდინგში გაჩნდა სიტყვები „მსხვერპლი“, „ძალადობრივი, ლეგიტიმური რევოლუცია“. ეს ადასტურებს იმას, რომ ისინი არჩევნებამდეც ასე ფიქრობდნენ. მათ აქვს სრული უფლება გააგრძელონ მოქმედება პროტესტის ნებისმიერი კანონიერი ფორმის გამოყენებით, მაგრამ ლეგიტიმურ ძალადობაზე საუბარი მათ რეალურ ზრახვებს ცხადყოფს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, როგორც ფასილიტატორი, ის ხედავს, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ.კარლ ჰარცელი: რევოლუციური ნარატივი არ დაეხმარება პროცესს, ამის მხარდაჭერა ჩვენგან ვერ იქნება

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად