მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას რამდენიმე დღე რჩება საფიქრელად, შემოდიან პარლამენტში, თუ მიყვებიან „ნაცმოძრაობას“ და ე.წ. „ევროპულ საქართველოს“

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერების საკითხი სესიის პირველსავე სხდომაზე განიხილება.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, ამ შემთხვევაში პარლამენტი მხოლოდ იმ დეპუტატების საკითხს განიხილავს რომლებმაც მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს ოფიციალურად მიმართეს.

“საბოლოო გადაწვეტილების მისაღებად იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს რიგგარეშე სხდომა სხვადასხვა საკითხებიდან გამომდინარე, ეს რამდენიმე დღე რჩებათ მათ საფიქრელად, რომ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღონ, შემოდიან ისინი პარლამენტში, ფიქრობენ სახელმწიფოებრივად, რაციონალურად, თუ მიყვებიან “ნაცმოძრაობას” და ე.წ. “ევროპულ საქართველოს”, რომლის მიზანი არასდროს ყოფილა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და შეთანხმება.

რამდენიმე დეპუტატს არ აქვს მანდატების გაუქმებაზე მოთხოვნა შემოტანილი, ბუნებრივია მათი საკითხი არ განიხილება და მათ არც შეუწყდებათ, მაგრამ დანარჩენების საკითხი პრიორიტეტულად, პირველივე საკითხად უნდა იქნას განხილული”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად