მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას არა მხოლოდ ამნისტიაზე დათანხმება, არამედ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა მოუწევს

საპარლამენტო ოპოზიციას არა მხოლოდ ამნისტიაზე დათანხმება, არამედ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა მოუწევს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“რაც შეეხება, თუ რატომ არ ეთანხმებიან ჩვენ მიერ წარდგენილ კანონპროექტს – მხოლოდ იმისთვის, რომ ნიკა მელია თან წინააღმდეგი იყო ამნისტიის, შარლ მიშელის შეთანხმების და თან რომ შეეხოს ამნისტია, ამაზე არის დარაზმული მთელი ოპოზიცია. მეტი არაფერი ხდება განსაკუთრებული. ნიკა მელიამ კეთილი ინებოს და კი არ დაეთანხმოს, პოზიციაც კი არ დააფიქსიროს და ამ შემთხვევაში, ამნისტია შეეხება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...