მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ ტელევიზორში თუ არ ნახა რას ჩადიან, ისე ვერ აფასებენ რეალურად მოვლენებს

“ოპოზიციამ ტელევიზორში თუ არ ნახა რას ჩადიან, ისე ვერ აფასებენ რეალურად მოვლენებს. მეგონა, განსჯის უნარი ჰქონდათ. მერე, როცა კადრები ნახეს, ეტყობა მიხვდნენ, რომ პიკეტირება არ ვარგა და არ შეიძლება კონსტრუქციულ ნაბიჯად ჩაითვალოს.”

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურანლისტებთან განაცხადა.

„არავის დაუძალებია მათთვის სიტყვა პიკეტირების ხსენება და შემდეგ აღსრულება. შესაბამისად, მართლა ძალიან ცუდი იყო, რბილად რომ ვთქვათ, როცა შეთანხმებიდან, მოლაპარაკებიდან რამდენიმე საათში, ახალი ეტაპის დაწყებიდან, მაინც გადავიდნენ პარლამენტის პიკეტირებაზე. წარმოუდგენელი ამბავი გააკეთეს, ბოლოს კარგია, რომ ბოლოს მაინც მიხვდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ: დღეს დილით ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება განახორციელა. მოგვიანებით კი, ოპოზიციაში განაცხადეს, რომ აქციების ფორმატი შეიცვლება, „რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მიეცეს“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...