მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ახალგაზრდულ ფრთას ავალებენ, რომ 20:00 საათზე „ქართულ ოცნებას“ საბჭოთა კავშირის ჰიმნით მიულოცონ გამარჯვება

“ქართული ოცნების” ერთერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას ავალებენ, რომ 20:00 საათზე „ქართულ ოცნებას“ საბჭოთა კავშირის ჰიმნით მიულოცონ გამარჯვება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას ავალებენ, რომ 20:00 საათზე „ქართულ ოცნებას“ საბჭოთა კავშირის ჰიმნით მიულოცონ გამარჯვება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ავალებენ თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას, რომ საღამოს 20:00 საათზე ან ამის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება. ესეც მდარე პროვოკაციაა და მით უმეტეს „ნაცმოძრაობისგან“, რომელიც მთელი თავისი ე.წ. მოღვაწეობის განმავლობაში, სულ რუსულ საქმეს აკეთებდა და ისინი არიან ავტორები რეზოლუციის მხარდაჭერისა, სადაც ეწერა რომ საქართველომ ომი დაიწყო, საქართველოს სტრატეგიული ობიექტების გაყიდვაზე და სხვა ძალიან ცნობილ ამბებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გარდა ზემოაღნიშნულისა, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს გაავრცელოს ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნება“ მხარდამჭერების ნაწილს ხუთიანების შემოხაზვას ავალებდა, ხელოვნური კონკურენციის შექმნის მიზნით.

„ასევე, წეღან შალვა პაპუაშვილმაც გითხრათ, რომ ისნის ერთერთ უბანზე აპირებენ პროვოკაციის მოწყობას, ნამდვილად არ ვიცით, პროვოკაციის ფორმა, თუმცა ერთერთ უბანზე აქვთ კონცენტრაცია და ცდილობენ რომ იქ რაღაც არეულობის ფონი შექმნან. ასე რომ, ყველა ინფორმაცია ხელთ გვაქვს და წინასწარ ვაფრთხილებთ საზოგადოებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად