მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ჩატებიდან ჟონავს ინფორმაცია

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა ჩატიდან გამოჟონილ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ჩატებიდან ჟონავს ინფორმაცია. მივმართავ მათ („ნაციონალურ მოძრაობას“), ხომ არ ეცნობათ ის სიტყვები, რასაც მე წავიკითხავ. ბოლო საათების განმავლობაში მათ ჩატებში ჩაიშალა ასეთი დავალება, ვციტირებ: „მოკლედ, კიდევ ერთხელ ახლა, ყველას, ვისზეც ხელი მიგვიწვდება ან ვწერთ, ან ვუგზავნით შუამავალს. დღის ბოლომდე უნდა ვაკეთოთ ქუჩა, შინაური, „ქოცია“ და ა.შ. გზავნილი მარტივია, გენაცვალოს ჩემი თავი, მაგრამ „ოცნებას“ წაგებული აქვს და ჩაეხსენით. ისეთ რამეს ნუ გაგაკეთებინებს ბიძინა, კალაძე, რომ მერე ვერ შეძლო დახმარება, „ქოცების“ უბნის უფროსებს, კომისიის წევრებს, ვისზეც გვაქვს „ხოდი“ უნდა შევეხმიანოთ, აუცილებელია ყველასთან კონტაქტი. უნდა იცოდნენ, რომ მოსასვლელი აქვთ და ნაკლებად შეეშინდებათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები
იტვირთება...