მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას, რაც არ გამოუვათ, ამის გარანტიას გაძლევთ

“ეს არ არის საარჩევნო მარათონში ბრძოლა რაღაც წესებით, ეს არის წესების გარეშე ბრძოლა, არა საარჩევნო მიზნებისთვის, არამედ სულ სხვა დესტრუქციული მიზნებისთვის”.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ  ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ეცდება, არჩევნების დღეს კონკრეტულ უბნებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გაავრცელოს.

„მათი მავნებლური სისტემების პარალელურად მუშაობს კონკრეტული გეგმა, რომელიც მათი აზრით, განხორციელებადია და მე გეუბნებით, რომ ეს ვერ განხორციელდება, გამორიცხულია. რამდენიმე ათეულ პუნქტზეც კი შეიძლება ავიდეთ ჩამონათვალში, რომელი პუნქტებიც, თითოეული ცალ-ცალკე ნიშნავს არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენების მცდელობას, ქაოსის შექმნის მცდელობას და ა.შ. განსაკუთრებით გამოვყოფდი ერთ-ერთს. საყურადღებოა, რომ მოსახლეობამ გაითვალისწინოს, რომ მათი მხრიდან იქნება მცდელობა, არჩევნების დღეს გაავრცელონ კონკრეტულ უბნებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია, თითქოს ამ უბნებზე დაფიქსირდა კორონავირუსი, ეს არის გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად მათი გეგმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, ასეთი პუნქტები იქნება მრავალი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას, რაც არ გამოუვათ, ამის გარანტიას გაძლევთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად