მამუკა მდინარაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”: სიმართლე რომ იყოს მათ მხარეს, ქართველი ხალხიც მათ მხარეს იქნებოდა

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა “ყალბი ნარატივის შექმნას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა”.

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ “ღამის კურიერში” განაცხადა და განმარტა, რომ მათ ეს პროექტი “ჩაუვარდათ” და ვერ განახორციელეს.

“ეს იყო პროექტი, რომელსაც უნდა ამოეტრიალებინა ეს ქვეყანა მათი გეგმით, ეს იყო პროექტი “ნაცმოძრაობისთვის” და მათი კლასტერისთვის “წარმატებით” უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ რაც მიხვდნენ, რომ ეს პროექტი ჩავარდა, არც კომისიის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა და არც სიამოვნებთ ამ თემაზე საუბარი. საერთოდ დაივიწყეს და გადადეს გვერდზე ეს თემა – მათი წარუმატებელი, ცრუ პროექტი.

რატომ ვერ მიჰყავთ ვერცერთი ასეთი პროექტი ბოლომდე? – იმიტომ, რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს, თორემ სიმართლე რომ იყოს მათ მხარეს, ქართველი ხალხიც მათ მხარეს იქნებოდა, უბრალოდ ისინი იტყუებიან და ქართველი ხალხი თავს არ იტყუებს,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები
იტვირთება...