მამუკა მდინარაძე ნატო ჩხეიძეს: ბოლოს კრემლში რომ იყავით, იქ იქნებოდა ბევრი უშიშარი ხალხი და ალბათ იმათ ფონზე არ მოგწონვართ

“როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატი საუბრობს, კონსტრუქციულია თქვენგან მაგიდაზე ბრახუნი და ოპოზიციონერის გაჩერება? როდესაც პარლამენტში საუბარი ძალიან ლეგიტიმურია? გასაგებია რომ პერფორმანსისაც გეშინიათ,საუბრისაც გეშინიათ და რისი არ გეშინიათ იქნება გვითხრათ? და რისი გაკეთების დროსაც არ ამოიღებთ ხმას? გასაგებია”, – ასე მიმართა ნატო ჩხეიძემ “ქართული ოცნების” დეპუტატებს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, რაზეც მამუკამ მდინარაძემ უპასუხა:

“ქალბატონო ნატო, ბოლოს კრემლში რომ ბრძანდებოდით იქ იქნებოდა უშიშარი ხალხი, ბევრი, და ალბათ იმათ ფონზე არ მოგწონვართ”- უპასუხა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები
იტვირთება...