მამუკა მდინარაძე: „მთავარი არხის“, „ნაცმოძრაობის“ მიერ შექმნილი კონტენტის ავტორი გახლდათ ლევან ხაბეიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ამხილა ე.წ. დამკვირვებლები, რომლებიც რეალურად, პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ, დღეს კი, საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას, რომელიც ეხება ოპოზიციასთან დაკავშირებული სოციალური ქსელის რესურსების და სისტემის მხილებას.

როგორც მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, „ქართული ოცნების“ შესაბამისმა სამსახურებმა გამოავლინეს ოპოზიციასთან დაკავშირებული 60-მდე ფეისბუქ- გვერდი, 20 ფეისბუქ -ჯგუფი, 1 500-ზე მეტი ე.წ. ფეიკ -ექაუნთი და ბოტი.

მისივე ინფორმაციით, არსებობენ ნამდვილი სპიკერებიც, რომლებიც ამ სქემაში არიან ჩართული.

„არსებობენ ნამდვილი სპიკერები, რეალური ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ სქემაში არიან თავიდან ბოლომდე, გეგმაზომიერად ჩართულები და საბოლოოდ ეს ყველაფერი მიდის კოორდინირებულ და არაავთენტურ ქცევასთან, რომელსაც ებრძვის „ფეისბუქი“ და „ფეისბუქი“ იქნება ერთ-ერთი მთავარი ადრესატი, რომელსაც ჩვენ მივაწვდით ამ ინფორმაციას. რაზე მუშაობს ჩემ მიერ ჩამოთვლილი ამ სისტემის ყველა რგოლი – პირველი, ეს არის ეკლესიის დისკრედიტაცია, მეორე არის ყალბი ამბების გავრცელება და მიმდინარე თემებთან დაკავშირებით ფეიკების შექმნა, კორონავირუსთან დაკავშირებული მენეჯმენტის დისკრედიტირება, ხელისუფლების დისკრედიტაცია, რაც თავის მხრივ მოიცავს სიძულვილის ენას, სექსიზმს და ა.შ. პანდემიის თემით მანიპულირება და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ე.წ. გაშავება ამ სისტემის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ.საამისოდ შექმნილია სხვადასხვა კონტენტი. ფეიკ ნიუსების გავრცელება – „ბიძინა ივანიშვილის სამ მილიონიანი ბუნკერი, რატომ აშენებს ოლიგარქი საიდუმლო გვირაბს?“ ეს არ იყო არა მხოლოდ „ფეისბუქ“ კონტენტი, ეს იყო „მთავარი არხის“, „ნაცმოძრაობის“ ერთი ორი ტელევიზიის მიერ შექმნილი კონტენტი. ავტორი ამ შემთხვევაში გახლდათ ლევან ხაბეიშვილი. ეს კონტენტი აბსოლუტურად ერთდროულად ჩაიშალა იმ სისტემაში, რომელზეც გესაუბრებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად