მამუკა მდინარაძე “მთავარი არხის” გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლაზე: ეს არის სიცრუის მინი კამპანია

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ტყუილს და სიცრუის კამპანია უწოდებს, ტელეკომპანია მთავარის წარმომადგენლების განცხადებას, რომ მათ მომსახურე სარეკლამო სააგენტოში შესვლა ზეწოლის განხორციელების მიზნით მოხდა.

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ “ღამის კურიერში” განაცხადა

“ტყუილია, თავიდან მეც მეგონა რომ “მთავარში” შევიდა საგადასახადო და რა ხდებოდა ვიკითხე. აღმოჩნდა, პროგრამა რომ აგდებს კომპანიებს, ერთ-ერთ კომპანია რომელიც ემსახურება და ახორციელებს “მთავარის” და არა მარტო “მთავარის” გაყიდვების მენეჯმენტს, ასეთი კომპანია ამოვარდა და უბრალოდ როგორც სხვა კომპანიებში გაიგზავნა წერილი. ეს არის სიცრუის მინი კამპანია, გაყალბებული არჩევნები იყო დიდი პროექტი, რომელსაც რევოლუცია უნდა მოეხდინა,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ტვ “მთარავრ არხთან” დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ასევე გამოეხმაურა საქართველოს ფინანასთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და აცხადებს, რომ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. ფინანსთა მინისტრი: “მთავარ არხში” საგამოძიებო სამსახური არ შესულა და არანაირ ღონისძიებას არ ახორციელებს

კომენტარები
იტვირთება...