მამუკა მდინარაძე: მოსახლეობის 60%-მდე მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას”, რაც ძალიან კარგად იცის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებული კვლევა, რომელსაც ისინი თავის აქტივისტებსა და შტაბის წევრებსაც კი არ უმხელენ იმავეს ამბობს „ქართული ოცნების“ რეიტინგზე და უფრო მაღალი მონაცემია იქ ჩვენი გუნდის“.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნების“ რეიტინგი ოპოზიციურმა პარტიებმა კარგად იციან.

„ჩვენი რეიტინგი ასე დამოუკიდებლად მხოლოდ ჩვენგან კი არ მომდინარეობს, არამედ ეს ძალიან მაღალი რეიტინგი მომდინარეობს ხალხის განწყობიდან და საზოგადოების სუპერადეკვატურობიდან, რომელიც თვლის, რომ დღეს არათუ უკეთესი, არამედ არ არსებობს მიმსგავსებული პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც შეუძლია რეალურად მომავალზე ორიენტირება, რომელსაც შეუძლია რაციონალურად იფიქროს იმაზე, როგორ განავითაროს ქვეყანა და კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი გაკეთებული საქმეების დინამიკა. ასევე დეოკუპაციის გზაზე მშვიდობით და განვითარებით იაროს. ამიტომაც არის ქართული საზოგადოების ეს განწყობა, რომ მოსახლეობის 60%-მდე მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და ეს აისახება შესაბამის შედეგებში. ეს არის ის რეიტინგი, რაც ძალიან კარგად იცის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და განსაკუთრებით „ნაცმოძრაობამ“, რომელმაც რამდენიმე კვირიანი „ხვეწნის“ მიუხედავად არ გაუმხილა თავის აქტივისტებსა და შტაბის წევრებსაც კი იმ კვლევის შედეგები, რომელიც მათ ლიდერებს მაგიდაზე უდევთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად