მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და რაღაცეებს ლაპარაკობს

“მიხეილ სააკაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და რაღაცეებს ლაპარაკობს, 80 თეთრს დავამატებ, ჩამოვალ, ბოდიში, მძიმე დანაშაულები ჩავიდინე, მაგრამ უნდა ჩამოვიდეო”.

ასე მის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის  ლიდერიმა მამუკა მდინარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  ქართველ მევენახეებთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეო მიმართვის კომენტირებისას განაცხადა და განმარტა, რომ მისი ბოლოდროინდელი განცხადებები არასერიოზულობით გამოირჩევა.

„ეს ხალხი სახლობანას თამაშობს, ამ კაცს 3-4%-იანი მხარდაჭერა აქვს და მე რომ პრემიერი ვიქნებიო, ამბობს. მათ ავადმყოფურ გამოვლინებებზე ლაპარაკი არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ ამ ფსიქიკურ გადახრებზე სერიოზული კომენტარი უკვე შეუძლებელია. ასეთი კომენტარის გაკეთება არ მინდა ხოლმე. რას ვერჩი იმ ადამიანს, რომელიც დაავადებულია და არ მინდა, მათ შევადარო. ამ ადამიანს რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს უკვე. ამ კაცის ბოლოდროინდელი განცხადებები იმდენად არასერიოზულია, რომ რაღაც პრობლემები აქვს უკვე და თავისი ეყოფა. მგონი, თავი უნდა დავანებოთ. გამოდის ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და რაღაცეებს ლაპარაკობს, 80 თეთრს დავამატებ, ჩამოვალ, ბოდიში, მძიმე დანაშაულები ჩავიდინე, მაგრამ უნდა ჩამოვიდეო. ამ კაცზე სერიოზული კომენტარების კეთებაც არასერიოზულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის,  საქართველოს ყოფილიმა პრეზიდენტმა, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც როგორც საქართველოს მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი მევენახეებს ურჩევს, სერტიფიკატები, რომელსაც მიიღებენ შეინახონ და ოქტომბრის ბოლოს დამატებით კიდევ 80 თეთრი მიეცემათ.მიხეილ სააკაშვილი: ძალიან მენატრება ჩემი ვენახი ყვარელში (ვიდეო)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად