მამუკა მდინარაძე: მე რომ ვიღაცამ მომისმინოს, ფაბრიკაცია გააკეთოს, თამამდებობიდან უნდა გადავდგე, ამას მეკითხებით?

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას გაოეხმაურა და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება ადეკვატურია.

„განცხადება არ წამიკითხავს, თქვენგან გავიგე – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო უკანონო ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტზე. ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რაც უწყების მხრიდან არის ადეკვატური. წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩუბინიძემ ჩაიწერა რაიმე? ღარიბაშვილმა მოიპოვა უკანონოდ, თუ რას მეკითხებით? ანუ, თქვენი ჩანაწერი რომ გავრცელდეს და გამოძიება დაიწყოს, თანამდებობიდან თქვენ უნდა გადადგეთ? მე რომ ვიღაცამ მომისმინოს, ფაბრიკაცია გააკეთოს ჩემი მონასმენის, თამამდებობიდან უნდა გადავდგე, ამას მეკითხებით?, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...