მამუკა მდინარაძე: კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც IRI-ის კონტრაქტორები არიან და რომლის ვინაობაც არ ვიცით, ყალბ მონაცემებს დებენ

„ბოლო დროს წარმოდგენილ მსგავს კვლევებს ერთი უცნაურობა ჭირთ – პირველი, უკვე ტრადიციად იქცა, რომ, სამწუხაროდ, არ ვიცით ვინ ატარებს საველე სამუშაოებს. თუ საველე სამუშაოების ჩამტარებელი ქართული ორგანიზაცია ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას როგორიც IRI-ია მიაწოდებს ყალბ და არასწორ მონაცემებს, კვლევის შედეგები, განსაკუთებით, „რატომღაც“ მისი პოლიტიკური ნაწილი, ასევე არასწორი იქნება“.

ამის შესახებ საპარლამენტოო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კვლევის შედეგების სხვა ნაწილთან დაკავშირებით, შეიძლება, მეტ-ნაკლებად მიახლოებული მონაცემები იყოს, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილთან დაკავშირებით იქნება არასწორი მონაცემები იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც IRI-ის კონტრაქტორები თუ ქვეკონტრაქტორები არიან და რომელთა ვინაობაც არ არის ცნობილი, ყალბ მონაცემებს დებენ და ეს ყალბი მონაცემები რეალობას და ქვეყანაში არსებულ მოსახლეობის განწყობას, როგორც წესი და როგორც ბოლო დროს ხდება ხოლმე არ ემთხვევა.

„ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. თუ ეს არის, მაგალითად ipm, რომელიც გულშემატკივრობს ხოლმე, მაგალითად, „ევროპულ საქართველოს“, მაშინ გასაგები იქნება ყველაფერი, რატომაც არის მსგავსი მონაცემები. თუმცა, ამ კვლევაშიც კი, ტენდენცია ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა არის გაზრდილი, მაგრამ მხოლოდ ტენდენცია საკმარისი არ არის. მოსახლეობა იმსახურებს იცოდეს რეალური მონაცემები და რეალური განწყობები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ: IRI-ის მიერ ჩატარებული ახალი ეროვნული მასშტაბის კვლევა აჩვენებს მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვის პროცესის მოქალაქეების მხრიდან დადებითად შეფასებას. ამავე დროს წარმოაჩენს მოქალაქეთა დიდ შეშფოთებას პანდემიის ეკონომიკურ გავლენასთან დაკავშირებით. ეს მიგნებები სახეზეა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, რომელიც დაგეგმილია 2020 წლის 31 ოქტომბერს.

IRI_ის კვლევა, რომელიც  ქართულ ენაზე ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება, წარმოაჩენს მოქალაქეთა კმაყოფილებას კორონავირუსის მართვაში და უკმაყოფილებას ეკონომიკური საკითხების მიმართ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად