მამუკა მდინარაძე: ხელოვნური კრიზისი დასრულებულია, მადლობა ჩვენს მთავარ პარტნიორებს

“კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, ქართველ ხალხთან ერთად და უპირველესად, მათი, ქართული საზოგადოების გვერდში დგომით.”

ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე პარტიების მიერ ხელმოწერას და აცხადებს, რომ ხელოვნური კრიზისი დასრულებულია.

„ხელოვნური კრიზისი დასრულებულია, მადლობა ჩვენს მთავარ პარტნიორებს – ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს, ეს საქართველოს გამარჯვებაა, კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, ქართველ ხალხთან ერთად და უპირველესად, მათი, ქართული საზოგადოების გვერდში დგომით. განსაკუთრებული მადლობა „ქართული ოცნების“ უდიდეს გუნდს და უმაგრეს ჯარისკაცებს, ჩვენს ერთგულ, ჭკვიან, პრაგმატულ და საქართველოს პატრიოტ ამომრჩევლებს“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...