მამუკა მდინარაძე: ის, რაც აშშ-ში ტერორიზმია – კაპიტოლიუმში შეჭრა, ის თბილისში ვერ იქნება გმირობა

თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება რაღაცნაირად, თუნდაც 0.1%-თაც კი რუსულ ნარატივს ატარებს, ის ფიქრობს პრიმიტიულად. ამას ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და სრული პასუხისმგებლობით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეცდებიან დაარწმუნონ საერთაშორისო პარტნიორები იმაში, რომ რაც აშშ-ში ტერორიზმია, ის თბილისში ვერ იქნება გმირობა.

“კიდევ ერთხელ შევეცდებით ყველა დავარწმუნოთ, რომ ის, რაც მაგალითად ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ში არის შიდა ტერორიზმი და უმძიმესი დანაშაული, ანუ კაპიტოლიმში შეჭრა, თბილისში ეს ვერ იქნება გმირობა. მეორე, კანონი უნდა აღსრულდეს, იმისდა მიხედვით პოლიტიკურად ვის რა უნდა ან აწყობს. ეს პრინციპი დავიცვათ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. მესამე, ტყუილი სიმართლეზე ვერასდროს გაიმარჯვებს. იმასაც კი ამბობენ, რომ “გავრილოვის დავალებით”. რამდენი ადამიანია დღეს საქართველოში, რომელსაც სჯერა, რომ გავრილოვის დავალებით მოქმედებს დღეს სახელმწიფო? არ მგონია, რომ ასეთი პრიმიტული ადამიანები ცხოვრობდნენ ამ ქვეყანაში, რომ სერიოზულად სჯერა ამის. თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება რაღაცნაირად, თუნდაც 0.1%-თაც კი რუსულ ნარატივს ატარებს, ის ფიქრობს პრიმიტიულად. ამას ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და სრული პასუხისმგებლობით. ამაზე ის ხალხი არ უნდა ლაპარაკობდნენ, რომლებიც მთელი თავისი “მოღვაწეობით” რუსულ საქმეს აკეთებდნენ”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად