მამუკა მდინარაძე: ირაკლი ოქრუაშვილმა ერთ ფრაზაში აღიარა, რომ მათ უზრუნველყვეს, გასროლა მომხდარიყო

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის მიერ შეწყალების საფუძველზე გათავისუფლებული ირაკლი ოქრუაშვილის  განცხადებას გამოეხმაურა ტვ „იმედის“ ეთერში.

„ირაკლი ოქრუაშვილმა სკანდალური აღიარება მისცა საოზოგადოებას პირდაპირ ეთერში.  მან ერთ ფრაზაში – „შეცდომა დავაშვებინეთ“-  გულწრფელად აღიარა, რომ  დანაშაულის ავტორიცაა,   სუბიქტიცაა,  ქმედებაც არის (რასაც აკეთებდნენ, ყველამ ვიცით) და მიზეზობრივი კავშირიც ამ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანუ მან თქვა, რომ მათ   უზრუნველყვეს, გასროლა მომხდარიყო.  ჩვენ მეტს არაფერს ვამტკიცებდით, არამედ სწორედ ამას ვამბობდით, რომ ეს მათ გააკეთეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ: ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. იგი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე პატიმრობიდან  გათავისუფლდა.

ცნობისათვის: ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისი იყო გარდამტეხი მომენტი და ამ დღეს ივანიშვილს შეცდომა დააშვებინეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად