მამუკა მდინარაძე: იქნებ ვინმე აღმოჩნდეს ოპოზიციაში, რომელიც იფიქრებს სახელმწიფოებრივად და უარს იტყვის პრინციპზე – ან ყველაფერი, ან არაფერი

“გასაგებია, რომ ოპოზიციას ესკალაცია უნდა”, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენში ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“გასაგებია, რომ ოპოზიციას ესკალაცია უნდა, გასაგებია, რომ არეულობა უნდა ბევრ მათგანს და შეიძლება ეს ყველას არ დავაბრალოთ, მაგრამ ხომ არის ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფოებრივად ფიქრობს? იქნებ ვიღაც გამოჩნდეს, ჯგუფები, მათ შორის, რომელიც იფიქრებს, რომ სახელმწიფოებრივად ასე ჯობია და უარი ვთქვათ პრინციპზე – ან ყველაფერი, ან არაფერი. ამ შემთხვევაში კომპრომისი უფრო მარტივია, სხვა შემთხვევაში კონსესუსამდე ვერ მივალთ“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...