მამუკა მდინარაძე: გვარამიამ აღიარა, რომ “ნაცმოძრაობის” მედიასაშუალებები დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური საქმიანობით და მოუწოდა ნაცპოლიტიკოსებს, მათ შეასრულონ ეს ფუნქცია

„ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ ნაც. მოძრაობის მედიასაშუალებები დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) საქმიანობით და მოუწოდა ნაცპოლიტიკოსებს, მათ შეასრულონ ეს ფუნქცია, რადგან მისი ტელეკომპანია უბრუნდება ჟურნალისტურ საქმიანობას“ – წერს Facebook-ის გვერდზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას აპროტესტებს ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელი საერთოდ არ მოაწერა ამ შეთანხმებას.
„ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ ნაც. მოძრაობის მედიასაშუალებები დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) საქმიანობით და მოუწოდა ნაც პოლიტიკოსებს, მათ შეასრულონ ეს ფუნქცია, რადგან მისი ტელეკომპანია უბრუნდება ჟურნალისტურ საქმიანობას.

2. ჩემს სიტყვებში რუსული ნარატივის ამოკითხვას ჭირდებოდა ლოგიკიდან ამოვარდნილი განსაკუთრებული ნაცური “ლოგიკა”.

3. შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას აპროტესტებს ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელი საერთოდ არ მოაწერა ამ შეთანხმებას – 100 დღე ველოდეთ, პირობებს ვასრულებდით, პოლარიზაციის ხარისხი პირიქით, გაიზარდა…
ცდილობენ პოლიტიკა და პარადოქსი ერთი მნიშვნელობის ორ სიტყვად აქციონ“ – წერს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები
იტვირთება...