მამუკა მდინარაძე: გიორგი გახარიას პარტიის არსებობამ აზრი დაკარგა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, რომ ძალიან საინტერესოდ ემთხვევა გიორგი გახარიას გინმდის წევრის კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ დღეს დალაგებულ მესიჯბოქსს.

“შეიძლება ითქვას, ისინი არიან ყველაზე რთულ მდგომარეობაში, რადგან მათი პარტიის არსებობამ აზრი დაკარგა, მათ „საქართველოსთვის“ კი არა, ობიექტურად თუ შევხედავთ, უნდა ერქვათ 43%-ისთვის. ისინი ყველა რაიონში დადიოდნენ და თითქმის ყველა რაიონში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ ეკარებოდნენ პრაქტიკულად არავის, გარდა „ქართული ოცნების“ მომხრეებისა. აქვთ შესაბამისი ბაზა, ეს ცხადია, რადგან ჩვენი თანაგუნდელები იყვნენ და თუკი ვინმე ლიდერი, ვინმე ავტორიტეტის მქონე ადამიანია ჩვენს ბაზაში და ჩვენი აქტიური მხარდამჭერია, ყველასთან მიდიან და მხოლოდ მათი ხმების წამოღებაზე აკეთებენ აქცენტს. ახლა ისეთ რამეს ვამბობ, შესაძლოა, ცოტა რთული დასაჯერებელი იყოს, მაგრამ ეს ასეა და ყველამ იცის, ვისაც შეხება ჰქონია მათთან, მათ ჰქონდათ კონკრეტული მიზანი, რომ მხოლოდ ჩვენი მომხრეები გადაებირებინათ. ეს იმას ნიშნავს, რომ 43 %-ს მიახლოებოდა „ქართული ოცნება“. საკუთარი რეიტინგის აწევაც კი ისე არ ანაღვლებდათ, რამდენადაც ეს კონკრეტული, დავალება, მიზანი და მისია ჰქონდათ. ამიტომ მათ მისია აღარ აქვთ და ამ პარტიის არსებობამ აზრი დაკარგა, ყველაზე რთულ დღეში შესაძლოა ისინიც აღმოჩნდნენ დღეს ამ გადაწყვეტილებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა დღეს განაცხადა: 

პარტია „საქართველოსთვის“ გეუბნებით, ორივეს, ქართულ ოცნებასაც და ნაცმოძრაობასაც, თქვენ დღეს საერთო ინტერესებით მოქმედებთ და ეს ყველასთვის ნათელია, მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას და გეყოთ სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების ბედით თამაში”

კომენტარები
იტვირთება...