მამუკა მდინარაძე: გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებას ვერ გაბედავს

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობისა” და პარტია “საქართველოსთვის” კოჰაბიტაციას გამორიცხავს.

როგორც მამუკა მდინარაძემ “ღამის კურიერში” განაცხადა, გიორგი გახარია “ნაციონალურ მოძრაობასთან” მოლაპარაკებას ვერ გაბედავს.

“გიორგი გახარია “ნაციონალურ მოძრაობასთან” მოლაპარაკებას ვერ გაბედავს. რადგან, როგორც კი ის “ნაცმოძრაობასთან” შევა მოლაპარაკებაში, მისი მხარდამჭერებიდან, უკვე მხარს ერთი ადამიანიც კი აღარ დაუჭერს. იმ ხალხმა ზუსტად იცის ვის უნდა დაუჭიროს მხარი მეორე ტურში. ჩვენ ყველას ამომრჩევლებს პატივს ვცემთ, ობიექტურად რომ ვთქვათ, ამომრჩევლის პასუხისმგებლობა არის მის ხმასთან მიმართებით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები
იტვირთება...